ერთი დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვეფხვის და მოყმის ძეგლთან ავარია მოხდა.
როგორც "ნიუპოსტს" თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომანქანა ჯიპს შეეჯახა.
აღნიშნული ინფორმაცია "ნიუპსოტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ შეჯახების შედეგად 2 ადამიანი, ქალი და მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 76-ე მუხლის მე-7 ნაწილით.