„ქუჩის ბავშვები მოკლეს, რათა გაეწმინდათ ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე“, - ამ სათაურით სოციალურ ქსელ Facebook- ში შოკისმომგვრელი კადრები გავრცელდა.
cyberwarzone.com–ის ცნობით, ეს ფოტოები პოლიციის მიერ ბრაზილიაში, გარეუბნებში ჩატარებულ „წმენდას“ ასახავს.
თავად გამოცემა კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც, მისი მონაცემებით, Facebook-ში საკუთარ გვერდზე პოლიციელებმა განათავსეს წარწერით „წარმატებული ოპერაცია“.
„ჩვენ არ ვსტუმრობთ გარეუბნებს იმისათვის, რომ მოვკვდეთ. ჩვენ მივდივართ გარეუბნებში იმისათვის, რომ მოვკლათ“ - მითითებულია ერთ–ერთი ფოტოს ქვემოთ.