29 წლის ზარა იუსუპოვას, რომელიც წარმოშობით ყაზახეთიდანაა და ინდოეთში ცხოვრობს, მონიკა ბელუჩის ორეულს ეძახიან. ის ეროვნებით ჩეჩენია.
ზარა ყარაღანდაში დაიბადა. ინდოეთში ის არც მოდელია და არც მსახიობი – გინეკოლოგად მუშაობს. ამბობს, რომ იოგითა და ინდუიზმითაა დაინტერესებული. მისი თქმით, ინდოეთი უყვარს, მაგრამ მისთვის ყველაზე მთავარი სამშობლოა:
„ჩემი წვლილი შემაქვს მსოფლიოს განვითარებაში იმით, რომ უამრავი ადამიანის დაბადების ხელშემწყობი ვარ“, – ამბობს ზარა იუსუპოვა.