თბილისის მოდის კვირეული დათუნა სულიკაშვილის მოდელების ჩვენებით დასრულდა. დიზაინერმა ახალი კოლექცია რიყეზე მშენებარე მუსიკალურ ცენტრში, ე.წ. "ტრუბებში" წარმოადგინა. რაც შეეხება წლევანდელ თბილისის მოდის კვირეულს, მისი ორგანიზატორები დიზაინერების მიერ წარმოდგენილი კოლექციებითა და ჩვენებებზე მისული საზოგადოების სიმრავლით კმაყოფილი არიან.