ცოტა ხნის წინ რამდენიმე ქართულმა პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო გარდაიცვალა.
მათი თქმით, ეს ინფორმაცია უცხოურმა სააგენტომ, Global associated news-მა გაავრცელა და რომ თითქოს მსახიობი შვეიცარიაში, სნოუბორდით სრიალის დროს მომხდარი ავარიის დროს გარდაიცვალა. ასევე წერენ, რომ თვითმხილველის შეტყობინებით, მსახიობმა სრიალის დროს კონტროლი დაკარგა და ხეს შეეჯახა. საჰაერო ჯგუფმა მისი შორს გადაყვანა ვერ მოახერხა, ამიტომაც იგი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ უამრავი უცხოური სააგენტო გადავათვალიერეთ და არცერთი მათგანი მსგავს ინფორმაციას არ იტყობინება. მეტიც, ბოლო ინფორმაციით, ლეონარდო დი კაპრიო მეგობარ ქალთან, ტონი გრანთან ერთად კანში იმყოფებოდა.
ვიმედოვნებთ, რომ ეს არასასიამოვნო ინფორმაცია არც დადასტურდება.