რა საერთო აქვს ცოცრით დამკვრელს ლელა წურწუმიას დედასთან

მას მერე რაც „ნიჭიერში“ ტომას ჯალაკიგამოვიდა და მაყურებელს სკანდალური შოუ აჩვენა, მის მიმართ კრიტიკას არავინ იშურებს. ცოცრით დამკვრელის გარშემო არაერთი ჭორი გავრცელდა. საზოგადოებას ერთი მთავარი კითხვა აქვს, რა სჯიდა ყოფილ მანდატურს, ტელეოპერატორსა და ბოდიბილდერს, რომ საზოგადოება ასე განარისხა. ტომას დავუკავშირდით და რამოდენიმე შეკითხვა დავისვით.
- ტომას, გვარად ჯალაღონია ხარ, რატომ დაირქვი ჯალაკი?
- ეს ჩემი სასცენო სახელია.
- დიდი მითქმა-მოთქმაა შენს გარშემო ატეხლი.
- ცუდს ლაპარაკობენ ვიცი.
- ამბობენ, „რუსთავი 2“-მა ფული გადაუხადა ამ შოუსთვისო...
- რა სისულელეა, აბსოლუტური დეზინფორმაცია. მე მინდოდა და გავაკეთე. ფული რა შუაშია. ზოგადად ფულის აღება გაწეული სამუშაოსთვის სირცხვილი არაა, მაგრამ ეს ჩემი ინიციატივა იყო, კონკურსანტებს „ნიჭიერში“ ფულს ნამდვილად არავინ უხდიდა. „რუსთვი 2“ უბრალოდ დამეხმარა ამ ნომრის მომზადებისთვის. ეს იყო და ეს.
- ტომას, შენს "ფეისბუქზე" ლელა წურწუმიას დედის ფოტოები აღმოვაჩინე. იცნობ ქალბატონ ნინოს?
- კარგად ვიცნობ, ახლო ურთიერთობა გვაქვს. გამოფენა რომ მქონდა მაშინ გადავიღე მისი პორტრეტები.
- ე.ი. ფოტოგრაფიითაც ხარ გატაცებული.
- ფოტოგრაფია, რეჟისურა, ყველაფერი მაინტერესებს. ფილმიც მაქვს გადაღებული, „განწირულები“, სადაც მსახიობი, თამარ მაყაშვილი მონაწილეობს. 
- კიდევ რომელი ცნობილი ქალბატონი გადაიღე?
- მეტი არავინ. ეს იყო ნატურმორტი, პეიზაჟი და პორტრეტი. პორტრეტისთვის ქალბატონი ნინო გადავღე.