ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ევროვიზიის კონკურსში საქართველოს ჟიურის ხმები გააუქმა. როგორც EBU-ს ოფიციალურ საიტზეა მითითებული “ევროპის მაუწყებელთა კავშირს ეჭვი ქონდა საქართველოს ჟიურის ხმებზე თაღლითობასთან დაკავშირებით. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გადაწყვიტა, მხოლოდ მაყურებელთა ესემესებით განესაზღვრა საქართველოს ხმები. საქართველოს ჟიურის 25-ვე სიმღერა ჰქონდა განლაგებული ზუსტად ერთიდაიმავე წესით, რაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წესდების მიხედვით დაუშვებელია”.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ ბერძენიშვილის განმარტებით, საქართველოდან გაიგზავნა მხოლოდ ჟიურის ხმები, sms-ებს კი თავად EBU ითვლის. თინათინ ბერძენიშვილის თქმით, ეს არის ტექნიკური ხარვეზი. "შედეგების გამოცხადების შემდეგ ჩვენ გაუგზავნეთ, შეკითხვა მივიღეთ პასუხი რომ ტექნიკური ხარვეზი მოხდა. ახლა ველოდებით, განმარტებას, რატომ მოხდა ჟიურის ხმების გაუქმება", - აცხადებს თინათინ ბერძენიშვილი.
აღსანისნავია, რომ საქართველოდან მიცემული ქულების გაუქმების შესახებ ინფორმაციას შვედური გაზეთიც აქვეყნებს.