ოფიციალური მედიცინა აღიარებს ორგანიზმში შინაგანი სეკრეციის 40 ჯირკვლის არსებობას, იოგა – 400 ჯირკვლის, ხალხური მედიცინა – უფრო მეტის. ჯირკვლების ძირითადი ფუნქციაა გამოჰყოს სისხლში ჰორმონები, რომლებიც არეგულირებენ ამა თუ იმ ორგანოს მოქმედებას, და ანტისხეულები, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა დაავადებებს.
როცა თვით “პრაქტიკულად ჯანმრთელი” ადამიანის სისხლძარღვების კედლები და მასთან ერთად ჯირკვლების სადინარები გაგლესილია ათასგვარი ნადებით, შლამით – ცხადია, სისხლში ჰორმონების და ანტისხეულების გამოყოფა შემცირებულია. რის გამოც დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ეცემა. ამასთან ერთად დაგროვილი შხამების გავლენით სისხლძარღვთა კედლის ელასტიურობა მცირდება. რის გამოც, გულის კუნთის ინფარქტის, თავის ტვინში სისხლჩაქცევის წარმოშობის შესაძლებლობა იზრდება.
რა დაავადებებს ვმკურნალობთ ან თავიდან ავიცილებთ სისხლძარღვების გაწმენდით: მკვეთრად უმჯობესდება ორგანიზმში ნივთიერებათა საერთო ცვლა, რის შედეგადაც სისხლძარღვები ელასტიური ხდება. ყოველივე ამის შედეგად კი გულის კუნთი ინფარქტის, სტენოკარდიის, სკლეროზის, დამბლის, სხვადასხვა სიმსივნეების წარმოშობის შესაძლებლობა ისპობა. ხდება მხედველობის გაუმჯობესება, ორგანიზმი ახალგაზრდავდება.
გაწმენდის მეთოდი #1:
დიდ თერმოსში ჩავყაროთ 1 ჩაის ჭიქა დანაყილი კამის თესლი და 2 სუფრის კოვზი დაფქული ვალერიანის ფესვები. დავუმატოთ 2 ჩაის ჭიქა თაფლი. დავასხათ მდუღარე წყალი 2 ლიტრის შევსებამდე და გავაჩეროთ 1 დღე.
მივიღოთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მანამ, სანამ მთელი ნარევი არ გათავდება.
გაწმენდის მეთოდი #2
350 გ. ნიორი დავნაყოთ, შევურიოთ 24 ცალი ლიმონისაგან გამოწურულ წვენს და გავაჩეროთ 24 დღე, ბნელ, გრილ ადგილას. მიღების წინ შევანჯღრიოთ.
მივიღოთ ერთჯერ დღეში, ძილის წინ 1 ჩაის კოვზი ნარევი ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი.
გაწმენდის მეთოდი #3
სისხლძარღვების გაწმენდის ტიბეტური მეთოდი ითვლება ყველაზე საუკეთესოდ, სრულდება 6 წელიწადში ერთჯერ და მაღალი ეფექტურობის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს რეცეპტად. სისხლძარღვების გასაწმენდად სპეციალური წესით მზადდება ნიორის სპირტხსნარით.
გულის გაწმენდა
რატომ არის აუცილებელი გულის გაწმენდა: დროთა განმავლობაში გულის კუნთში გროვდება დაუძლურებული უჯრედები, ლორწო, ჭარბი მარილები და სხვა. ამასთანავე თუკი მსხვილი ნაწლავის ფუნქციები დარღვეულია, იმის გამო, რომ ვენური სისხლი სწორი ნაწლავის ქვემოთა ნაწილიდან ღვიძლში გავლის გარეშე, გაუსუფთავებელი სახით პირდაპირ გულში ხვდება – ეს დამატებით აჭუჭყიანებს გულს და საჭირო ხდება მისი გაწმენდა წელიწადში ორჯერ.
გაწმენდის შედეგად უმჯობესდება გულის მუშაობა, გულის კუნთი განახლდება და ინფარქტის წარმოშობის შესაძლებლობა მცირდება.
გაწმენდის მეთოდი:
ავიღოთ 1 ლიტრი რძე და 3 ცალი ლიმონი. დილით 1/3 ლ. რძეში ჩავწუროთ 1 ცალი ლიმონი და დავლიოთ. 12 საათზე იგივე გავიმეოროთ. ბოლოს ძილის წინ იგივე ნარევი მივიღოთ. მთელი დღის განმავლობაში სასურველია ვეგეტარიანული (უხორცო) კვება. გაწმენდის კურსი 2 კვირა გრძელდება, ე.ი. გვაქვს ჩასატარებელი სულ 14 პროცედურა.