8 ყველაზე უცნაური მშობიარობა, რომელმაც მსოფლიო შეძრა


1. კალინიგრადის რეგიონში - ბალტისკების ოჯახში ოთხი ტყუპი დაიბადა. მათ შორის ორი გოგონა და ორი ვაჟი. წყვილს ერთი გოგონა ჰყავდათ და გადაწყვიტეს, მისთვის და ან ძმა აუცილებელიც იყო. ქალბატონმა ფეხმძიმობის მესამე თვეს გაიგო, რომ ოთხს შვილს ელოდებოდა. შემთხვევა კი გამორჩეული იმით გახდა, რომ ოთხი შვილი ოთხ წუთში გააჩინა. თითოეული პატარის ამ ქვეყნად გამოსვლას სულ რაღაც ერთი წუთი დასჭირდა. 



2. 35 წლის აფრიკელ ფლორენს იდენტური ტყუპი შვილი შეეძინა, უჩვეულო ამ ამბავში ის გახლდათ, რომ ბავშვები სხვადასხვა ფერის აღმოჩნდნენ. ასეთი შემთხვევა კი მილიონში ერთხელ შეიძლება მოხდეს.



3. ალექსანდრიაში, 27 წლის ქალბატონმა შვიდი შვილი გააჩინა. ნაადრევი მშობიარობის გამო ჩვილები ინკუბატორში მოათავსეს, მაგრამ ყველა გადარჩა. შვიდი ბავშვის დაბადების შემთხვევა მანამდე ალჟირშიც აღწერეს, თუმცა მაშინ ერთი ბავშვი ვერ გადარჩა. 



4. 73 წლის ალექსეი შაპოვალს 103-ე შვილიშვილი შეეძინა. მოხუცს 13 შვილი, 103 შვილიშვილი და 51 შვილთაშვილი ჰყავს. მამაკაცს ყევლა მათგანის სახელი ზეპირად ახსოვს. არ ავიწყდება დაბადების დღეები. 



5. 22 წლის ჩილელ სპორტსმენს მძიმე წონაში, ისე შეეძინა შვილი, რომ ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა. ნაყოფი სამი თვთ ადრე დაიბადა და 1.2 კილოგრამს იწონიდა. ელიზაბეტ პორტბელი პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობის დროს მე-12-ე ადგილზე გავიდა. 



6. ასეთი რამ მართლაც იშვიათად ხდება. ბრიტანელ ქალბატონს ერთ წელიწადში ორი ტყუპი შეეძინა. ჩვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 12 თვე გახლავთ.



7. 34 წლის ქალბატონმა "ტვიტერის" საშუალებით ერთგვარი ონლაინ თამაში წამოიწყო და სახლში იმშობიარა. 13 საათის განმავლობაში ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს მის მშობიარობას, საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა და პატარა ოსკარი დაბადებიდანვე პოპულარული გახდა. 



8. გერმანიაში 64 წლის ქალბატონს გოგონა შეეძინა, რითაც მსოფლიოში ყველაზე მოხუცი დედა გახდა. ბავშვი სამხრეთ ბავარიის კლინიკაში დაიბადა.