სოციალურ ქსელში ბიჭოლას კაბით შემოსილი ქეთა თოფურიას ფოტოები გამოჩნდა. როგორც „ნიუპოსტისთვის“ დიზაინერისგან გახდა ცნობილი ქეთა თოფურია და ბიჭოლა უკვე დიდი ხანია მეგობრობენ.
ბიჭოლა:„ქეთა ჩემი სამოსით ხშირად იმოსება. ხშირად ვუგზავნი კიევიდან იმ კაბებს რომელსაც ირჩევს ხოლმე. ამჯერად კი ბუმი ჩემს სათვალეებზეა. რომელიც ქეთასაც ძალიან მოსწონს და ქეთას მეგობრებსაც. ქეთა ოქრო გოგოა, დიდი ხანია ვმეგობრობთ. რაც მთავარია არის ძალიან გემოვნებიანი და უკარგესი ადამიანი“.