76 წლის ლექტორი, რომლის სახელი არ კონკრეტდება, რუსეთის დედაქალაქში დააპატიმრეს. მისი დაპატიმრება ფარული ჩანაწერის საფუძველზე მოხდა, რომელიც მისი სექსუალური ახირებებისგან შეწუხებულმა სტუდენტებმა მოუწყვეს.
ლექტორი პირდაპირ და ირიბად ეუბნებოდა გოგონებს, რომ თუ მასთან დაწვებოდნენ, კარგ ნიშანს დაუწერდა. ლექტორი უნივერსიტეტიდანაც გააძევეს და სასამართლოს წინაშეც წარდგება.
სასამართლოზე ისიც გაირკვევა, რამდენმა სტუდენტმა მიიღო მის საგანში მაღალი ნიშანი და შესაბამისად, რამდენთან შეძლო მიზნის მიღწევა.