ეს გემრიელობა არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ძალიან სასარგებლოც. გარგარის ჩირის (ხშირად მას რუსულ სახელს, „კურაგას“ ეძახიან ხოლმე) დამატება შეიძლება ღვეზელებში, ფაფეულში და ასევე დამოუკიდებელ კერძადაც შეიძლება მიიღოთ.
გარგარის ჩირი შეიცავს ბევრ რკინას, არის კარგი სისხლის აღმდგენი საშუალება. საუკეთესოა ანემიის დროს. დაბალი ჰემოგლობინი ვისაც აქვს, მან ეს ჩირი უნდა მიიღოს განსაკუთრებულად ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში.
გარგარის ჩირი ასევე ნაჩვენებია ორსული და დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. ნიგოზთან, ქიშმიშთან და თაფლთან არეული გარგარის ჩირი ქმნის დესერტს, რომელშიც უამრავი ვიტამინი და მინერალია. ოღონდ, ფრთხილად იყავით, ეს ნაზავი ძალიამ კალორიულია.