ძვირადღირებული კოსმეტიკის ნატურალური ალტერნატივა



იმისთვის, რომ აბრეშუმივით ნაზი კანი, ლამაზი თმა და ფრჩხილები გვქონდეს, სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული კრემების ყიდვა, ზოგჯერ, უბრალოდ, მაცივარის გამოღებაც საკმარისია.
რძის და თაფლის აბაზანა

რძის მჟავა, რომელსაც რძე შეიცავს, კანის ნატურალური დამარბილებელი საშუალებაა.


ჩაამატეთ რამდენინე ჭიქა რძე აბაზანაში, გაიკეთეთ ფეხის ან ხელების აბაზანა პატარა ჭურჭელში.

დაუმატეთ რამდენიმე კოვზი თაფლი ანტიბაქტერიული ეფექტისთვის.
კვერცხის ცილა

იმისათვის რომ ცხიმიანმა კანმა ნაკლებად იბზინოს, ახალდაბანილ სახეზე კვერცხის ცილა წაისვით.


წითელი ღვინო

წითელ ღვინოში შემავალი ანტიოქსიდანტები და კარბოლის მჟავა კარგად შეიწოვება კანში და არბილებს მას.

ასე რომ თამამად შეგიძლიათ აბაზანა გაავსოთ წითელი ღვინით (თუ გაქვთ ამის მატერიალური შესაძლებლობა).

ან ხელის და ფეხის აბაზანები გაიკეთოთ უფრო მომცრო ჭურჭელში.
ბოსტნეული ფრჩხილების და კანისთვის

იმისთვის, რომ კანი, თმა და ფრჩხილები იდეალურ ფორმაში იყოს, ჩართეთ თქვენს დიეტაში:

მწვანე სალათის ფურცლები, კიტრი, პომიდორი, ისპანახი და ბულგარული წიწაკა.
ოხრახუში

ოხრახუშის რამდენიმე ღერი ჭამის შემდეგ ჯანსაღი სუნთქვის გარანტიაა. მასში შემავალი ანტიბაქტერიული ნივთიერებების წყალობით გვიცავს უსიამოვნო სუნისგან პირის ღრუში და შესანიშნავად ცვლის საღეჭ რეზინს.

ასევე ანეიტრალებს ნიორის და ხახვის სუნს.

შეჭამეთ რამდენიმე ღერი ოხრახუში, წაისვით ხელზე დასრესილი და სუნი უკვალოდ გაქრება.
გვირილა

გვირილის ჩაის სველი, თბილი პაკეტები საუკეთესოა გაღიზიანებული სახის კანისთვის, ცივი კი თვალის დასიებული უპეებისთვის.

თაფლი

გამომშრალი, ქარის და ყინვისგან დახეთქილი ტუჩების სამკურნალოდ უებარი საშუალებაა.

თაფლი ატენიანებს, აღადგენს, აქვს ანტივირუსული მოქმედება და ზოგჯერ ჰერპესული გამონაყარის წინააღმდეგაც კი გამოდგება.
ლიმონი

დაივიწყეთ ძვირადღირებული კრემები და შრატები, გაჭერით ლიმონი შუაზე და წაისვით სახეზე.


მწვანე ჩაის ერთჯერადი პაკეტები

დილაობით თვალის შესიებული უპეების დასაცხრომად ძალინ კარგია მწვანე ჩაის ცხელ წყალში დასველებული და მერე მაცივარში მინიმუმ 20 წუთით გაციებული ერთჯერადი პაკეტები.

ერთი მხრივ სიცივე ძალიან სასიამოვნოა, მეორე მხრივ ჩაიში შემავალი კოფეინი მიკროცირკულაციას აუმჯობესებს და დასიებაც უკვალოდ ქრება.
კულინარიული სოდა

იმისათვის რომ ფრჩხილების ბოლოებს თეთრი ფერი მიეცეს, დააყარეთ სოდა ლიმონის ნაჭერზე და ფრჩხილზე წაისვით.

ზეითუნის ზეთი

გინდათ აბრეშუმივით ნაზი კანი? შხაპიდან გამოსვლის შემდეგ ჯერ კიდევ სველ კანზე წაისვით ზეითუნის ზეთი.

ბამბის ტამპონი+ზეითუნის ზეთი თვალის ყველაზე მდგრად მაკაჟსაც კი შესანიშნავად აშორებს. ოღონდ ზედმეტი ზეთის მოწმენდა არ დაგავიწყდეთ ბამბის სველი ტამპონით.