დაპირისპირება ნანუკა ჟორჟოლიანსა და ცოტნე გამსახურდიას შორის - ''ცუდად გამოუვიდა''




9 აპრილს ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარ შოუში მაყურებელს თამთა კოსტავა გააცნო. თამთამ გაიხსენა მამა - მერაბ კოსტავა, ისაუბრა ჯაბა იოსელიანზე, ამერიკაში გამგზავრებაზე, სიყვარულზე და იმაზე, თუ რატომ დასჭირდა კვეთებულის ლოცვები. თამთას ინტერვიუს ეთერში გასვლას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.




ცოტნე გამსახურდიამ სტატუსით ბევრის ყურადღება მიიქცია. 



''თქვენი დედა მოვ-ან! საწყალი მერაბის შვილი ნანუკიე გოიმის დასაცინი რომ გახდება! ფუ, ბლიაძ''. 



რა თქმა უნდა, ცოტნეს მოსაზრებას გამოუჩნდნენ მომხრეები და წერდნენ, რომ არ შეიძლება ყველაფერი შოუდ აქციო. მერაბის გოგო კი გულწრფელი და ალალი იყო, წერდნენ ცოტნეს თანამოაზრეები. 



ცოტნე გამსახურდიას მალევე გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი. მისი აზრით, ცოტნეს გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ 9 აპრილის თემაზე გაკეთებულ გადაცემაში ნანუკამ მისი ძმა - გიორგი გამსახურდია მიიწვია და არა - ცოტნე. 


Rating


''ცოტნე გამსახურდია, შენ ხარ ზვიად გამსახურდიას შვილი. იმ პრეზიდენტის, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ. იმაზე მაღლა უნდა დადგე, ვიდრე არის ბოღმა. ნუთუ ასე დაგბოღმა იმ ფაქტმა, რომ გიორგი იყო ჩემი სტუმარი და არა - შენ. ნუთუ ვერ ხვდები, რომ მან შენ წილ მამაზეც ისაუბრა. მან მთელი ქვეყნის წილ ზვიად გამსახურდიაზე ისაუბრა. მე შენ ღირსეული კაცი მეგონე და ვწუხვარ, რომ უბრალოდ ძალიან პატარა და ბოღმა ბიჭი ყოფილხარ''. 



რასაკვირველია, ნანუკას ამ მოსაზრებასაც გამოუჩნდნენ მხარდამჭერები. 


Rating


ოდნავ მოგვიანებით ნანუკა და ცოტნე შერიგდნენ, რის შემდეგაც ორივემ სოციალური ქსელიდან სტატუსები წაშალეს. ნანუკამ კი შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: ''ცოტნე გამსახურდიაზე ყველა პოსტი წავშალე. ინბოქსში საკმაოდ ვრცელი მიმოწერა გვქონდა. მას მისი არგუმენტები ჰქონდა, მე - ჩემი. ბოლოს მოიბოდიშა, რომ ცუდად გამოუვიდა. მე მადლობა გადავუხადე ბოდიშისთვის. მოკლედ მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მე თავგადასავლების გარეშე ერთი დღეც აღარ ვარ. მაგრამ ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება''. 

სალომე დადიანი 
შპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის