ამ "კოქტეილს" რამდენი სასარგებლო თვისება აქვს. აუმჯობესებს არტერიულ წნევას, აქვს დამამშვიდებელი, სპაზმის მომხსნელი ეფექტი.
აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ტაქიკარდიითა და არითმიითაა შეწუხებული. ეფექტიანია ვენების ვარიკოზული გაგანიერების, გაღიზიანებისა და ნევროზულობის დროს; აგრეთვე, უებარი საშუალებაა მეტეოდამოკიდებულთათვის.
დაგჭირდებათ:
ვალერიანის, იორდასალიმის, კუნელისა და შავბალახას ნაყენები. ჩამოთვლილი ინგრედიენტები იყიდება აფთიაქებში. უნდა შეიძინოთ 100-გრამიანი ფლაკონებით. აგრეთვე, დაუმატეთ: 50 მლ ევკალიპტისა და 25 მლ პიტნის ნაყენები.
"კოქტეილი" მოათავსეთ მინის ქილაში და დაუმატეთ 10 ცალი მიხაკი. გააჩერეთ 2 კვირა ბნელ ადგილას. პერიოდულად ურიეთ.
ნაყენი უნდა მიიღოთ 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, 20-25 წვეთი. იგი შეგიძლიათ შაქარზე დაასხათ და ისე მიირთვათ, წყალში გააზავოთ ან დალიოთ და წყალი მიაყოლოთ.