ნინა გორის მერობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას ეხმაურება


"ნინა წკრიალაშვილი გორის მერობისთვის იბრძოლებს'' - ამ სათაურით დღეს, ერთ-ერთმა საიტმა ნიუსი გაავრცელა. საზოგადოებამ ისე აიტაცა ეს ინფორმაცია, რომ არავინ მიაქცია ყურადღება, რომ საიტი დეზიფორმაციული გახლდათ და ასე ხუმრობენ სხვადასხვა ცნობილ სახეებზე.

ნიუსში ვკითხულობთ, რომ ვითომ ნინას თქმით, გორი არის ქალაქი, რომელსაც გააჩნია დიდი პოტენციალი გახდეს, ერთ-ერთი პირველი მუსიკალური ქალაქი და სწორედ აქედან დაიწყოს ქართული მუსიკის განვითარება და წინსვლა.


როგორც ჩანს, ნინამ ხუმრობა ვერ გაიგო და სოციალურ ქსელში ჟურნალისტებზე გაბრაზებულმა სტატუსი გამოაქვეყნა:

"არაპროფესიონალო, უტვინო ჟურნალისტები, დეზინფორმაციისთვის პასუხს აგებთ. მივმართავ შესაბამის ორგანოებს, რომ მიიღონ კონკრეტული კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანებს, უფანტაზიო, ბოროტი ჟურნალისტებისგან და მკაცრად დაისჯებიან'' - წერს ნინა.

მოგვიანებით, კი მეგობრების კომენტარების შემდეგ, რომ ხომ არ დაფიქრებულიყო, დაწერა:
"არადა ხომ არ დავფიქრდე? ერთ წელში ისეთ რეფორმებს გავატარებდი, ყოველ არასწორ (არაცივილურ) საქციელზე დიდი ჟარიმა და ერთ წელში, კარგ, გემრიელ ქალაქს გავაკეთებდი''...

სალომე დადიანი 
სპეციალურად "რეიტინგის'' საიტისთვის