ალბათ, ერთი სული გაქვთ, როდის დადგება ნანატრი ზაფხული, თუმცა გირჩევთ, გაზაფხულის გრილი ამინდით ისიამოვნოთ, რადგან გერმანიის უნივერსიტეტის სპეციალისტები არცთუ სახარბიელო პროგნოზს აკეთებენ.
მათი მტკიცებით, 2014 წლის ზაფხულში ევროპისა და აზიის კონტინენტებზე - ანომალიური სიცხე დაფიქსირდება. მეცნიერებმა ეს დასკვნა გააკეთეს მოვლენა ელ-ნინოს შესწავლის საფუძველზე.
მათი მტკიცებით, წლევანდელი ზაფხული არა მხოლოდ ძალიან ცხელი, არამედ გვალვიანიც იქნება.