სილამაზის 6 რჩევა მერილინ მონროსგან - თვალების ირგვლივ შეშუპებისა და სიშავის მოსაცილებლად...

1. გამოიყენეთ ყინული მერილინ მონროსავით. ყველა დროის ყველაზე სექსუალური დივა - მერილინ მონრო, ყოველ დილას სახეს ყინულით იბანდა.


2. რა ემართება ამ დროს კანს?



როდესაც ნაზი მოძრაობებით ყინულს კანზევატარებთ, ამ დროს სისხლძარღვები ფართოვდება, კაპილარები ივსება სისხლით და კანი იწყებს "სუნთქვას". შემდეგ ძლიერდება უჯრედული ცვლის პროცესები, ნაოჭები მცირდება და ვიღებთ სახის ჯანმრთელ ფერს. მაგრამ, სანამ დაიწყებთ ყინულის გამოყენებას, დაიმახსოვრეთ რამდენიმე მარტივი რჩევა.

3. ყინულოვანი წესები მერილინ მონროსგან:



- არასდროს გამოიყენოთ ონკანის წყალი. უმჯობესია გამოიყენოთ გაფილტრული, დისტილირებული ან მინერალური წყალი გაზის გარეშე.
- შეინახეთ კოსმეტიკური ყინული მაცივარში მაქსიმუმ 3-5 დღე.
- გაითვალისწინეთ კანის ტიპი. მშრალი კანი უარესად რეაგირებს ყინულზე.
- ეცადეთ არ გაყინოთ კანი, ამიტომ პროცედურა 3 წუთზე მეტხანს არ ჩაიტაროთ.



4. როგორ მოვამზადოთ ყინული მერილინ მონროს რეცეპტით



კოსმეტიკური ყინული შეიძლება მოამზადოთ პიტნის, გვირილის, სალბის, ოხრახუშის ნაყენებით. ეს მცენარეები ხელს უწყობენ უჯრედის რეგენერაციას, გააჩნიათ ანტისეპტიკური და მატონიზირებული თვისებები, კანი ხდება ნაზი და ხავერდოვანი.

5. მომზადების წესი:



2 სუფრის კოვზ მცენარეს (ზემოაღნიშნულიდან აირჩიეთ ნებისმიერი თქვენი სურვილით) დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 2-3 საათი. შემდეგ გაწურეთ. რომ გაცივდება ჩაასხით ყინულის ფორმებში და შედგით საყინულეში.



6. როგორ გამოვიყენოთ კოსმეტიკური ყინული

ყინულით დაიბანეთ სახე დილა-საღამოს. გამოყენების შემდეგ ოდნავ შეიმშრალეთ სახე და დაიდეთ კრემი. არ დაგავიწყდეთ ყელი და დეკოლტეს ზონა. თვალების ირგვლივ შეშუპების და სიშავის მოსაცილებლად გამოიყენეთ შავი და მწვანე ჩაის ყინული. ასევე ეფექტურია გაყინული რძე.