საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მოქალაქეებს, რომლებსაც მოქმედი პირადობის მოწმობები და პასპორტები არ აქვთ, ახალი ბარათები უფასოდ დაურიგდებათ. მინისტრის თქმით, საარჩევნო ასაკის მქონე ასეთი 60 000 ადამიანია და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ახალ პირადობის მოწმობებს და პასპორტებს არ აიღებენ, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლებენ.
"მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი მივიდეს 15 ივნისს არჩევნებზე, თუ არ აქვთ მოქმედი პირადობის მოწმობა, ან მოქმედი პასპორტი, აიღონ ახლები, რადგან ისინი რომც მივიდნენ უბანზე ხმის მისაცემად, ხმას ვერ მისცემენ. დღეს, სამოქალაქო რეესტრის ბაზებში ასეთი 60 000 საარჩევნო ასაკის ადამიანია, რომელთაც საერთოდ არ აქვთ არც პირადობის მოწმობა და არც პასპორტი. 1-ელ ივნისს მე ბოლოჯერ გადავცემ ცესკო-ს თავმჯდომარეს მონაცემებს. მივმართავ ადამიანებს, რომ ნახონ, პირადობის მოწმობა არის თუ არა მოქმედი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე თამარ ჟვანიას 60 000 ადამიანით ნაკლებ სიას გადავუგზავნი", - განაცხადა წულუკიანმა "მაესტროს ცხრიანში".
ნინი მოდრეკილი http://www.reportiori.ge/