"ახალგაზრდა გოგონა მოკლულია 24 ტყვიით"



ყოფილი პარლამენტარის გია თორთლაძის შეფასებით, ხელისუფლება კომპეტენტურად ვერ უმკლავდება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. 

"აი მგალითად, მამუკა ხერხეულიძის ამბავი - ესროლეს 3 ტყვია, 8 რკინა გაყრილი აქვს ფეხში. გუშინწინ, ახალგაზრდა გოგონა, სოფო ზურაბიანი მოკლულია 24 ტყვიით. იგი გარდაიცვალა საავადმყოფოში მიყვანამდე სისხლის სამრთლის საქმე აღძრულია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით.

ეს რისი ნიშანია? ან ხელისუფლების და ძალოვნების უსუსურობის ნიშანი. ან ვიღაცის დაცვის მოტივითაა განპირობებული", - განაცხადა თორთლაძემ გადაცემა "რეაქციის" ეთერში.

ამასთანავე, მისი თქმით, ხელისუფლებას ნებისმიერი კრიტიკის არგუმენტად "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომები მოჰყავს. 
"როდესაც ვეკითხებით ხელისუფლებას, რატომ გვისმენთ, ისინი გვპასუხობენ "ნაციონალებიც" გვისმენდნენო. როგორ შეიძლება ეს?
ხელისუფლებამ თავის ქმედებებზე უნდა აგოს პასუხი" - დასძინა ყოფილმა პარლამენტარმა.