სექსამდე შესასწავლი პარტნიორის ეროგენული ზონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


თქვენ წაგიკითხავთ, როგორი შეიძლება იყოს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის დღე, როგორი შეიძლება იყოს მისი კარიერა, როგორ შეიძლება მისი გამხიარულება... ახლა კი გადახედეთ, როგორია ეროგენული ზონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.


ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები სახესა და თავზე აქვთ. ვერძებს ძალიან უყვართ შუბლზე, თმაზე და საფეთქლებზე ნაზი შეხება. ამ ნიშანთან, სექსუალური ურთიერთობის დასაწყებად, ყურის ბიბილოზე შეხებაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს.


კურო – მისი მგრძნობიარე ზონა ყელი და კისერია. თუ კუროს „გაგიჟება“ გსურთ, უბრალოდ შეეხეთ, ან ალერსიანად აკოცეთ მას კისერზე და შედეგიც არ დააყოვნებს. მაგრამ გახსოვდეთ, კუროს უყვარს, როდესაც მოვლენები მშვიდად და ნელი ტემპით ვითარდება.

ტყუპები – ყველაზე სენსიტიური მათი ხელები, განსაკუთრებულად კი თითებია. ქალ ტყუპებს უყვართ, როდესაც ხელებზე ჰკოცნიან. სცადეთ და შეეხეთ ტყუპების თითებს და არ გაგიკვირდეთ, ხელებზე ხანგრძლივ კოცნას თუ სიამოვნების კანკალი მოჰყვა.

კირჩხიბი – ეს ნიშანი დაბადებულია „ფრანგული კოცნისათვის“. მათი მგრძნობიარე ადგილი მკერდია.

ლომი – განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილი ლომებისათვის ზურგია. მხრებისა და ზურგის მასაჟი მათ სექსუალურ ენერგიას აღვიძებს.

ქალწული – თუ თქვენ ქალწულების მგრძნობიარე ადგილს ეძებთ, გახსოვდეთ რომ ეს მუცელია. ქალწული განსაკუთრებულად რეაგირებს აგრეთვე წელზე შეხებისას.

სასწორი – ამ ნიშნის სენსიტიური ზონა წელი და საჯდომია. წელზე ოდნავი შეხება მათთვის შეიძლება სიგნალი აღმოჩნდეს.

მორიელი – მათ ყველაზე მგრძნობიარე, სექსუალური ორგანოები აქვთ. მორიელის „გაღვიძება“ თუ გსურთ, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

მშვილდოსანი – ზოდიაქოს მეცხრე ნიშნის ეროტიული ზონა წელი და თეძოებია. ქალი მშვილდოსანისათვის ასევე მნიშვნელოვანია თმაზე შეხება.

თხის რქა – მამაკაც თხის რქებს უყვართ, როდესაც ქალის მკერდი ეხებათ. ქალი თხის რქები კი, მუცელსა და ხელებზე კოცნაზე გიჟდებიან. ორივე სქესის ნიშანს უყვარს ზურგის მასაჟი.

მერწყული – ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე უცნაურ ადგილას აქვთ განლაგებული ეროტიული ზონები, ესენია იდაყვები, მუხლები და ფეხის კოჭები. ამ ადგილებში შეხება მათ სურვილს უღვიძებთ.

თევზები – მეთორმეტე ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ეროგენული ზონა ფეხის ტერფებზე აქვთ. ფეხების მასაჟი მათთვის დიდი სიამოვნებაა.

ნინო კოჭლამაზაშვილი   http://www.fmabkhazia.com/