ქვეწარმავლებით სავსე დევნილთა სახლები ზუგდიდში



ზუგდიდი გველების და ხვლიკების ხროვაშია - აქციის მონაწილეებმა ზუგდიდში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

ზუგდიდში ყოფილ სააფთიაქო სამმართველოში ჩასახლებულმა დევნილებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, ისინი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესაბას ითხოვენ. მათი განმარტებით, შენობაში, სადაც ისინი შეასახლეს, არც წყალია და არც კანალიზაცია. ბინები დევნილებს რამდენიმე თვის წინ გადაეცათ. გადაკეთილი გზა პოლიციის ჩარევის შემდეგ გაიხსნა.


თენგიზ ჯგუშია: ,,ზუგდიდი არის გველების და ხვლიკების ხროვაში, ანტისანიტარიის პირობებში აცხოვრებენ დევნილებს. სასწრაფოდ ჩამოვიდნენ ძვირადღირებული მანქანებიდან, დათმონ კომფორტი და ეპიდემიის საშიშროება მოხსნან“, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

,,რაც 8-9 წელი გრძელდებოდა, ის გრძელდება დღესაც. უბრალოდ მაშინ მაკეტებს ხსნიდნენ და ახლა ბუტაფორიებს ხსნიან. ჩასახლბები, რომლებიც დევნილებზე გაიცემა არის ქვეწარმავლებით სავსე“, - განაცხადა ,,დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წევრმა თეონა ქარდავამ.