თუ წონაში დაკლება სერიოზულად გადაწყვიტეთ და მზად ხართ გემრიელ პიცასა თუ გაზიან სასმელებზე უარი თქვათ, მაშინ ეს რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ - კვირაში ღიპს სამუდამოდ დაემშვიდობებით.
1. მუცელზე მოშვებულ ქონს, ისევე როგორც ცელულიტს თეძოებსა, თუ მკლავებზე მხოლოდ დიეტით ვერ გაუმკლავდებით. საჭიროა, კომბინირებული ვარჯიშები, რომელიც მუცლის პრესსაც და თეძოებსაც ტონუსში მოიყვანს. მართალია სპორტდარბაზსა თუ საცურაო აუზზე აბონიმენტის ღირებულება ძვირია, მაგრამ არსებობს გამოსავალი: შეგიძლიათ ეზოში ირბინოთ, ხოლო პრესის ვარჯიშებს სახლშიც ადვილად გააკეთებთ.
2. არ იშიმშილოთ: თუ რომელიმე მეგობარი გიმტკიცებთ, რომ მთელი დღე არაფერი უჭამია,
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სახლში მისული პირველ რიგში სამზარეულოში შევა, სადაც მთელი დღის ნაშიმშილებ კუჭს ერთიანად "ამოავსებს". ყველა დიეტოლოგის რჩევაა, დილით აუცილებლად ისაუზმოთ. ქალებისთვის დღის განმავლობაში მხოლოდ 1 500 კალორიაა ნებადართული, ხოლო კაცებისთვის 1 700.
საკვები, რომელიც მუცელზე ცხიმს წვავს:
1. ნუში
2. ვაშლი
3. ავოკადო
4. კიტრი
5. ლობიო
6. საზამთრო