„გალაკტიონის ძეგლთან წითელი ფერის ავტომობილმა გაჩერებაზე მდგომი ადამიანი იმსხვერპლა“



აღნიშნულის თაობაზე დღეს სოციალურ ქსელში ლიკა ყაზბეგმა გამოაქვეყნა ინფორმაცია. როგორც იგი წერს, ჭავჭავაძის გამზირზე იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

„რამდენიმე წუთის წინ წითელი ფერის ავტომობილმა საშინელი სისწრაფით ჩაგვიქროლა მე და ჩემს მეგობრებს და ადამიანი იმსხვერპლა, რომელიც გაჩერებაზე იდგა. ჩვენ გადავრჩით, მაგრამ ძალიან მტკივა გული იმ ადამიანზე, რომელიც სხვის აღვირახსნილობას შეეწირა და კიდევ ერთ ოჯახში დატრიალდა ტრაგედია“, - წერს ლიკა ყაზბეგი სოციალურ ქსელში.


https://www.facebook.com/lika.kazbegi/posts/10202057413549325