დეტროიტში მცხოვრები ქალის მუმიფიცირებული სხეული უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საზამთრო ჟაკეტში იყო გახვეული და სახლის სადგომში, ჯიპში ესვენა.
გადასახადები გარდაცვლილის საბანკი ანგარიშიდან ავტომატურად იქვითებოდა, ხოლო წყნარი სამეზობლოს მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ უცნაური არაფერი შეუნიშნავთ.
ქალი არავის უნახავს, მაგრამ გაზონი თავის დროზე იკრიჭებოდა და მის კარებთან არც წაუკითხავი გაზეთების გორა იდგა. ზოგიერთმა მეზობელმა ივარაუდა, რომ მან ქალაქი დატოვა რამდენიმე წლის წინათ მომხდარი ეკონომიკური რეცესიის შემდეგ.
საბოლოოდ, საბანკო ანგარიშზე ფული გამოილია და მისი სახლი დაილუქა, რამაც განაპირობა ქალის მუმიფიცირებული სხეულის პოვნა. გვამი ბანკის მიერ გამოგზავნილმა პერსონალმა აღმოაჩინა. შერიფის თანაშემწის, მაიკ მაკ’კაბის განცხადებით, ქალი მინიმუმ 2008 წელსაა გარდაცვლილი.
„მის ანგარიშზე 54.000 დოლარი იყო, ამიტომ გადასახადები შესაბამისად იფარებოდა. აუტოფსიამ (გვამის შესწავლამ) აჩვენა, რომ ძალადობის კვალი არ აღინიშნება, სიკვდილის მიზეზი ჯერაც დაუდგენელია“, – თქვა მაკ’კაბიმ.
ექიმებმა შიდა ან გარე დაზიანების ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. ოკლანდის სამედიცინო მკვლევარმა, ბერნარდინო პაკრისმა აღნიშნა, რომ სხეულის ამგვარ მდგომარეობაში აღმოჩენა იშვიათობაა, მაგრამ მსგავსი რამ ათასში ერთხელ ხდება.
პაკრისი განმარტავს, რომ თბილი ჟაკეტითა და ჯინსით დაფარული სხეული მანქანის უკანა სავარძელზე ესვენა, რამაც შეიძლება, გვაფიქრებინოს. რომ ქალი ცივ ამინდში გარდაიცვალა.
მაკ’კაბიმ გაავრცელა ცნობა, გარდაცვლილის რამდენიმე ნათესავის იდენტიფიცირების შესახებ, მაგრამ თავი შეიკავა ქალის ვინაობის გამხელისაგან. მან ასევე განმარტა, რომ დეტექტივები განაგრძობენ მუშაობას გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.