ყველაზე ძვირფასი საჩუქარი შვილისგან - ეს ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს



ერთხელ მამამ თავისი სამი წლის გოგონა იმისთვის დასაჯა, რომ ოქროსფერი გადასახვევი ქაღალდის რულონი მთლიანად დახარჯა. ფული არც ისე ბლომად ჰქონდა და მამა გააცოფა შვილის საქციელმა - რაღაც სულელური ყუთისთვის შემოეხვია ეს ოქროსფერი ლენტი.

მეორე დილით პატარა გოგონამ მამას საჩუქარი მიართვა:
- ეს შენ, მამიკო.
მამა შეშფოთდა, გაახსენდა, როგორ უყვირა პატარას. მაგრამ განრისხებამ ისევ მოუარა, როცა აღმოაჩინა, რომ ეს ლამაზად შეფუთული კოლოფი ცარიელი იყო. შვილს ისევ ეჩხუბა:
- ნუთუ არ იცი, როცა საჩუქარს ჩუქნიან, კოლოფში რაღაც უნდა იდოს? შენ კი ცარიელი ყუთი გაქვს.
გოგონამ აცრემლებული თვალებით შეხედა:
- მამიკო, ცარიელი არ არის. მე ის ჩემი კოცნებით გავავსე. სულ შენია ის კოცნები, მამა!
მამა გაოგნდა. მუხლებზე დავარდა, ნაზად ჩაიხუტა ბავშვი და პატიება სთხოვა.
მას მერე რამდენიმე წელი ინახავდა ამ ძვირფას საჩუქარს, თავის საწოლთან ახლოს. თუ ცხოვრებაში რაღაც განსაცდელი ეწვეოდა, მაშინვე ახსენდებოდა უამრავი კოცნა და სიყვარული, რომელიც შვილმა აჩუქა და ეს გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ყველა პრობლემაზე, მატერიალურ კეთილდღეობასა და წვრილმანების გამო ჩხუბზე...
მეტისმეტად ხშირად ხომ არ ვფიქრობთ მატერიალურ სიამეებზე და ხომ არ გადავეჩვიეთ, ერთმანეთს ვაჩუქოთ რაღაც უფრო ფასეული - სიყვარული, სითბო, კოცნა და ღიმილი?