ლავრენტი ბერიას გარდაცვალების რეალური მიზეზები

შორის
 (ნაწილი- პირველი)
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის მარშალ ლავრენტი ბერიას სიკვდილის შემდეგ, თითქმის სამოცი წელი გავიდა, ისტორიას მაინც დარჩა გაუცემელი პასუხი, ვინ მოკლა წითელი იმპერიის  ყველაზე  გავლენიანი პიროვნება – ლავრენტი ბერია.
ოფიციალური ვერსიით,  ბერია 1953 წლის 26 ივნისს პოლიტბიუროს წევრების მიერ იქნა დაპატიმრებული, თუმცა, არსებობს ის ვერსიაც, რომ ბერია ამ დღეს მოკლეს. არ არსებობს არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ბერიას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. მაგალითად,  ჯაშუშობას უცხო ქვეყნების სასარგებლოდ, ხრუშჩოვის მიერ  არაოფიციალურად წაყენებულ ბრალდებებს ბერიას მიერ ძალადობის გამოყენების შესახებ. არ არსებობს ოფიციალური ფაქტები, რომლებიც წაყენებულ ბრალდებებს დაადასტურებდა.

10416985_694532037279426_948124091_n1953 წლის ბერიას საქმისადმი მიძღვნილ ივლისის პლენუმზე არცერთი სიტყვა არ თქმულა ბერიას მიერ ჩადენილ დივერსიულ საქმიანობებზე, არადა ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, აუცილებლად აღნიშნავდნენ.
2003 წელს რუსეთის სახელმწიფო გენპროკურატურაში განაცხადეს, რომ ,,ბერიას საქმის“ 39 ტომიდან 16 დაიკარგა, რომლებიც მალევე იპოვეს. ეს ადასტურებს იმ ვარაუდს, რომ სავსებით შესაძლებელი იყო დოკუმენტები შეეცვალათ ან გაეყალბებინათ. ამ ვერსიას ეთანხმება ბევრი ისტორიკოსიც, მათ შორის ბორის ვოლკოგანოვი, რომლის თქმით, ხრუჩშოვის  ეპოქის დასაწყისში, მოხდა  ტოტალური დეზინფორმაცია, საქმე  ეხება ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის პიროვნებათა მცდარ შეფასებას. 1953-1954 წლებში, საბჭოთა პროპაგანდამ მოახდინა, ფაქტიურად სასწაული, მათ  მრავალ მილიონიან მოსახლეობას დააჯერეს ბელადთა შეცდომები და  დანაშაულებების გამოსწორების ახლებური გზები დაუსახეს.
დღეს აღნიშნულ მოვლენებს ახლებური შეფასება მიენიჭა, რაც უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია, სუკ-ის საიდუმლო არქივების გახსნით. ამ დოკუმენტების პირველი შეფასება მოხდა 90-იანი წლების ბოლოს, თუმცა მეორე ტალღამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამ მასალების დახმარებით, ისტორიკოსებმა გაიგეს მაგალითად იმ ფაქტის შესახებ, რომ ბერია თავის ცნობილ  ას დღეში, ანუ პერიოდს, სტალინის გარდაცვალებიდან,1953 წლის 5 მარტიდან 26 ივნისამდე, თავისი ლიკვიდაციის მომენტამდე  საკმაოდ საინტერესო რეფორმების განხორციელებას გეგმავდა.  რომელთა შესასწავლად,  რუსეთის ხელისუფლება თვით ყველაზე ნდობით აღჭურვილ მკვლევარებსაც კი დღემდე არ აკარებს.
საკუთარიგუნდის დახმარებით, რომელიც კრემლში სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ბერიამ შექმნა, მას სურდა:
გერმანიის, როგორც არასოციალისტური, ნეიტრალური სახელმწიფოს გაერთიანება, რომელიც, აბსოლიტურად მიუღებელი იყო ნატო-სთვის, განსაკუთრებით ამერიკელებისთვის.
10416667_694532043946092_923533581_nიუგოსლავიასთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება, რის შემდეგადაც ის პირობას დებდა შეეწყვიტა დასავლეთთან საიდუმლო თანამშრომლობა კომინფორმის საწინააღმდეგოდ.
რუსიფიკაციული პოლიტიკის შეცვლა, რომელიც ნაციონალური პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული ახლადანექსირებულ დასავლეთ უკრაინისა და ბალტიის ქვეყნებში, ურთიერთობების დამყარება სსრკ-ს წინააღმდეგ შედარებით ნაკლებ აგრესიულად განწყობილ ნაციონალ-ემიგრანტულ ჯგუფებში, ნაციონალური პოლიტიკის რეფორმების გატარება სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და ბელორუსიაში.
ბერია აგრეთვე გეგმავდა რეაბილიტაციასა და კომპენსაციებს 30-40-იან წლებში ე.წ ,,ტროიკებისა“  და  ნკვდ-ს მიერ ყველა უდანაშაულოდ დასჯილისთვის.
რუსი ისტორიკოსის ვლადიმერ ბობროვის განცხადებით, ბერიას სიკვდილი უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია, ატომური იარაღის წარმოების ახალ პროგრამასთან, რომელსაც საფუძველი დიდი  ბელადის გარდაცვალების შემდეგ ჩაეყარა. აქვე შეგახსენებთ, რომ 1945 წელს ბერია საბჭოთა ატომურ პროექტს ხელმძღვანელობდა. მისი ხელქვეითები იყვნენ,  ბრწყინვალე საბჭოთა  მეცნიერები:  სახაროვი, ზელდოვიჩი, კურჩატოვი, ტუპოლევი, კარალიოვი და უამრავი სხვა. დაიწყო დახურული სამხედრო ქალაქების მშენებლობა. დამარცხებული გერმანიიდან ჩამოიყვანეს  სპეციალისტები და ჩამოიტანეს აღჭურვილობა. 4 წლის შემდეგ,  სემიპალატინსკში წარმატებით გამოსცადეს პირველი სამამულო წარმოების ატომური ბომბი, რისთვისაც 1949 წლის 29 ოქტომბერს ლენინის ორდენითა და სტალინური პრემიით,  დაჯილდოვდა ბერიას  მიერ ჩამოყალიბებული მეცნიერთა გუნდი. მისი როლი ატომური პროექტის განხორციელებაში დღემდე არაერთმნიშვნელოვანია.
დავით გელაშვილი