ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბები

უძველესი რომაელები მიიჩნევდნენ, რომ ნაოჭების გასაქრობად სახედრის რძეზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. ლეგენდის თანახმად, ნერონის მეორე ცოლი, უმშვენიერესი პოპეა, რეგულარულად იღებდა სახედრის რძის აბაზანებს და მგზავრობის დროსაც კი ხუთასამდე სახედარი თან მიჰყავდა. საზოგადოდ, ითვლებოდა, რომ რძე კანს ახალგაზრდობასა და მშვენიერებას უბრუნებდა. დიდი მედიკოსი ავიცენა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად სწორედ რძის სმას გვირჩევდა. იგი ამტკიცებდა, რომ რძისა და თაფლის რეგულარული მიღება კანის ფერს აუმჯობესებდა და ლაქებს აქრობდა.იმ ქალებისთვის, რომელთაც დაბერება არ სურთ, დღევანდელი კოსმეტოლოგები ათასგვარ საშუალებას ქმნიან. მაგრამ რატომ არ შეიძლება, დავუბრუნდეთ კარგად დავიწყებულ ძველს, საუკუნეებგამოვლილ, ნაცად რეცეპტებს? 


ერთმანეთში აურიეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო, 2 სუფრის კოვზი არაჟანი და მწიკვი მარილი. ნარევი 15-20 წუთით წაისვით სახეზე. ნიღაბი მოიცილეთ ცივ რძეში დასველებული ბამბის ტამპონით.
აიღეთ თანაბარი რაოდენობის საფუარი და თბილი რძე, კარგად აურიეთ ერთმანეთში და სახეზე წაისვით. დაიტოვეთ 30 წუთს. ეს ნიღაბი არბილებს კანს და ასწორებს ნაოჭებს.