მსოფლიო ჩემპიონატისთვის რიო დე ჟანეიროში უამრავი ტურისტია ჩამოსული და ადგილობრივებიც ცდილობენ ამით იხეირონ.
ტურისტების საყვარელი ადგილი “კოპაკაბანას” პლაჟია და მათი ნაკადი ოკეანის სანაპიროზე არ წყდება. პლაჟზე რამდენიმე ადგილას ქვიშის ნაგებობია, სადაც ფიფას მსოფლიო თასის ასლი დევს და შეგიძლია სამახსოვრო ფოტო გადაიხადო, მაგრამ ფულის გადახდა მოგიწევს.
თუ თანხა გაქვს და არ დაგენანება, ბენდსაც დაიქირავებ პირდაპირ პლაჟზე თავის მოცეკვავე გოგონებთან ერთად და გინდა “მაკარენას” გიმღერებენ, გინდა “ლამბადას” გიცეკვებენ. ვისაც ცოტა მოდუნება უნდა, მასაჟს ქვიშიან სანაპიროზე გაუკეთებნ, თან წინ ოკეანის ხედი გადაეშლება.
იმავე “მარაკანას” წინ, ბრაზილიის და არგენტინის ფორმაში ჩაცმული ჟონგლიორები შეგხვდებიან, რომლებიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ბურთით ტექნიკის დემონსტრირებას ახდენენ. მოკლედ, “ხელი ხელს ბანს და ორივე პირს”.
თუმცა, ისეთებიც არიან, “კოპაკაბანას” ჟრიამული სულ რომ არ აინტერესებთ და კარგად გამოძინება ყველაფერს ურჩევნიათ.
ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან