"ფუნა დიდი დოზით" - უგულავას სიდედრი ირაკლი კაკაბაძეზე

გიგი უგულავას სიდედრი ნინო კილაძე მწერალსა და უფლებადამცველ ირაკლი კაკაბაძეს ლანძღავს. კილაძე კაკაბაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა.

"ფუნა დიდი დოზით", - ასე შეამკო უგულავას სიდედრმა მწერალი. 

კაკაბაძემ არჩევნების წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებამდე, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" გარიგებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პირველ მეორე ადგილებს კვლავინდებურად ისინი გადაინაწილებდნენ.


"მე დღეს დიდი იმედი მაქვს რომ ვცდები. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ვცდები. თუმცა ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ნაცები და ქოცები ისევ მიითვისებენ პირველ-მეორე ადგილებს. სხვა პარტიებს და ნამდვილ დემოკრატიას ფანჯარის 

მიღმა დატოვებენ. დიდი იმედი მაქვს, არ ვარ მართალი. მაგრამ არ მჯერა ამ 'ლიბერალური დემოკრატიის' სპექტაკლის. ხალხს ატყუებენ და მერე ქონებას იყოფენ ეს რჯულძაღლები", - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე კაკაბაძემ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კაკაბაძის ვარაუდი გამართლდა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პირველ-მეორე ადგილებს სწორედ "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" კანდიდატები ინაწილებენ.