ივნისიდან ამსტერდამში გაიხსნება ბორდელი, სადაც არამსმელი და მორწმუნე მეძავები იქნებიან.
მუსლიმანებმა იპოვეს გამოსავალი და მოიფიქრეს, თუ როგორ შესცოდონ ისე, რომ ალაჰი არ გააჯავრონ. ივნისში ამსტერდამში ბორდელი გაიხსნება, სადაც არამსმელი და მორწმუნე მეძავები იქნებიან.
შარიათის კანონებით, ქალებს ეკრძალებათ იმ მამაკაცებთან მიკარებაც კი, რომლებიც მათი ოჯახის წევრები არ არიან. თუმცა, თუ ილოცებენ, შეიძლება - ნამაზის ჩატარება მეძავებს მოუწევთ კლიენტის მომსახურების წინ და მას მერეც.
„მუსლიმანები მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედნი არიან და მათაც სურთ გართობა, - ამბობს ბორდელ „თბილი თვის“ მენეჯერი ჯონათან სვიკი, - ამიერიდან ამის გაკეთება შეეძლებათ ხარამის - ანუ მძიმე ცოდვის ჩადენის გარეშე“.