ლიკა ქავჟარაძე: „ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა, მე რომ“...

„ველოდები როლს“ ...

„ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად წარიმართებოდა სხვა პროფესიის ადამიანი რომ ვყოფილიყავი“,- ამბობს მსახიობი ლიკა ქავჟარაძე, ულამაზეს გოგონას მსახიობობაზე მეტად თურმე ფსიქოლოგობა და ექიმობა სურდა. ამჯერად კი ძირითად დროს ხატვას უთმობს.

ლიკა ქავჟარაძე: „ცხოვრება ღირს მხოლოდ იმის გამო, რომ შეეცადო იყო ბედნიერი...


ჩემი ყველაზე კარგი პერიოდი ალბათ ის პერიოდია, როცა ვმუშაობდი, ვუვლიდი ჩემს თავს, დავდიოდი სპორტზე, მქონდა ურთიერთობა საინტერესო ხლხთან... ახლა ველოდები როლს, ძირითადად სახლში ვარ, ხანდახან ვხატავ, ვსეირნობ.

ქუჩაში, როცა გავდივარ გაკვირვებული მიყურებენ ხოლმე, რადგან არა ვარ ის ტიპი, რომ ჩავიცვა, დავიხატო, ზოგიერთი პირიქით არის... მე მაღაზიაში შემიძლია ჩვეულებრივად უმაკიაჟოდ, უბრალო „ბლუზკით“ ჩავიდე. უკვირთ, არადა რატომ არ შეიძლება? მე ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც აქვს თავისი ხასიათი და თავისი მდგომარეობა სხვადასხვა დროს“.