"გრუზანტიპი" ანუ "კაზანტიპი" ქართულად - რუსული "კომედი კლაბის" შარჟი

ელექტრონული მუსიკის ცნობილი ფესტივალი "კაზანტიპი", რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე ყოველწლიურად იმართებოდა, წელს საქართველოში, ანაკლიაში 20-30 აგვისტოს ჩატარდება. თუმცა, როგორც ირკვევა ფესტივალი ცოტათი სახეცვლილი იქნება.


რუსული "კომედი კლაბის" წევრებმა ამ ფაქტს ახალი სკეტჩი მიუძღვნეს და საქართველოში გადმოტანილი "კაზანტიპის" ფესტივალი გააშარჟეს. "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "გრუზანტიპზე". საცეკვაო მოედანზეა "გრუზანტიპის" მთავარი "თამადანსერი" გია მამალაძე" - ასე იწყება "კომედი კლაბის" სკეტჩი. დანარჩენი თავად ნახეთ...