ვაშლი შაქრით - ნაოჭების საწინააღმდეგო საოცარი რეცეპტი მკითხველისგან

ეს შინაური ნიღაბი კანს აცილებს მკვდარ უჯრედებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ხელს უშლის ღრმა ნაოჭების გაჩენას, აცოცხლებს და ახალგაზრდულ ფერსა და იერს უბრუნებს კანს.
1 სუფრის კოვზი წვრილად გახეხილი ვაშლი;

1 ჩაის კოვზი ყავისფერი ან თეთრი შაქრის ფხვნილი;

1 ჩაის კოვზი თეთრი, უბრალო იოგურტი;


ყველაფერი ერთად აურიეთ, დაიდეთ სუფთა და ოდნავ დაორთქლილ (იდეალურია აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ) სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე წრიული, მასაჟური მოძრაობებით. გაიჩერეთ 5-10 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ნიღაბი გაიკეთეთ 3-5 დღეში ერთხელ.