საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილის სახელით დარეგისტრირებულ გვერდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი ქალიშვილის, თამარ გამსახურდიას სახელით არის გახსნილი საიტი, რომლის უკან დგას ვინმე სოფიო ღლონტი, მღვდელი ნ. ღლონტის ქალიშვილი. იგი ბავშვის სახელით სპეკულირებს, ცდილობს საკუთარი ფინანსური პრობლემების მოგვარებას და უკვე არაერთი გულკეთილი, სიმპატიით განწყობილი ადამიანი მოატყუა. მინდა იცოდეთ, რომ მას არავითარი შეხება არ გააჩნია ბავშვთან.
რაც შეეხება თვით თამარს ან დედამისს, მისი ბრალი არაა, რომ ასეთი დედის მეშვეობით
მოევლინა ქვეყანას. იმედი მაქვს, იგი თავის დროზე ყველაფერს გაიგებს, ხოლო მანამდე ვერავის - იქნება ეს სოფო ღლონტი თუ დედამისი - ვერ მივცემ მის იარაღად გამოყენების საშუალებას
იმედია, ყველაფერს სწორად გაიგებთ.
ეს განცხადება საზოგადოების გაფრთხილებას და ინფორმირებას ისახავს მიზნად...", - წერს გამსახურდია.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას და მის ყოფილ მეუღლეს, მოდელ სოფო ჩიკვილაძეს ორი საერთო შვილი - თამარი და ცოტნე ჰყავთ. სოფო ჩიკვილაძე ამჟამად ჩინეთში წარმატებული მოდელია.
წყარო http://www.ambebi.ge