დედის მკვლელობაში ბრალდებული მარიამ კუკუნაშვილმა მეორე სართულიდან გადააგდო



დედის მკვლელობაში ბრალდებული მარიამ კუკუნაშვილმა მეორე სართულიდან გადააგდო
თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში საკუთარი დედის მკველობისათვის დაკავებული მამაკაცის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც New Life Global Network-ის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ კუკუნაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, დედის მკვლელი ძალადობას მასზეც ცდილობდა, რის გამოც მეორე სართულიდან გადააგდო.

“გარკვეული ხნის წინ მეგობრის სახლში ვიყავი სუფრაზე, სადაც არცთუ ისე კარგი რეპუტაციის მქონე მეზობელი ბიჭი დაუპატიჟებლად მოვიდა სუფრაზე. ცოტა ხანში მეორე სართულზე ( საკუთარი სახლის) ავედი, რადგან ჩანთა მქონდა იქ დატოვებული. ეს ბიჭი უჩუმრად ამომყვა და რომ მივხვდი, საქმე ვერ იყო კარგად და იმხელა სახლში ვერც ვერავის გავაგონებდი ”პოდრუჩკი” გავუყარე გავუღიმე კიბის კიდესთან მივასეირნე, უცებ ხელი ვკარი და ცემენტის კიბეზე დავაგორე, რის შედეგადაც თავი გაუსკდა და სისხლიც ორ ტოტად წამოუვიდა…

დღეს გავიგე რომ გუშინწინ, აღდოგომის დღეს ამ ბიჭმა საკუთარი დედა საშინლად აწამა შეშის ღუმელის გაცხელებული მაშითა და ნაკვერჩხლებით დაუდაღა მთელი სხეული და შემდეგ წაიღო და საღორეში დამარხა“, – წერს მარიამ კუკუნაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში საზარელი მკვლელობა მოხდა. შვილმა დედა მოკლა და შემდეგ ცხოველთა სადგომში დამარხა. ცხედარი პოლიციამ მკვლელობიდან 3 დღის შემდეგ აღმოაჩინა. 37 წლის მამაკაცმა 63 წლის ქალს, სავარაუდოდ, თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. მეზობლების თქმით, შვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც ისინი ყვებიან, კონფლიქტი დედა-შვილს შორის ხშირად ხდებოდა. მომხდარ მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.


http://kvira.ge/