4 შეცდომა, რომელიც შესაძლოა, ძვირად დაგიჯდეთ Facebook-ის გამოყენებისას

ჩვენ Facebook-ის გარეშე ცხოვრება აღარ შეგვიძლია. აქ ყველა ჩვენი მეგობარია. ამ სოციალურ ქსელთანაა სინქრონიზებული ჩვენი სმარტფონის კონტაქტები და მოვლენები ჩვენს კალენდრებში. 

"კასპერსკის ლაბორატორიის" სპეციალისტებმა 4 ტიპური შეცდომა დაადგინეს, რომელსაც Facebook-ში ვუშვებთ და ასევე შეიმუშავეს რჩევები, თუ როგორ ავარიდოთ თავი არასასურველ შედეგებს.


სრული ბიოგრაფიის პუბლიკაცია - Facebook-ი აქტიურად გიბიძგებთ დაწეროთ საკუთარი კარიერის შესახებ, დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ და ა.შ. ბევრი სერვისი მათ შორის ბანკები იყენებენ ამ მონაცემებს თქვენ ანგარიშებთან წვდომისათვის. დამნაშავეებს ძალიან უყვართ Fაცებოოკ-ი, რადგან იქ ადამიანის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება და მათი ანგარიშების გატეხვაა შესაძლებელი.

პოსტების გამოქვეყნება "საჯაროდ" - საჯარო ჩანაწერების წაკითხვა შეუძლიათ არა მარტო თქვენს მეგობრებს, არამედ თქვენს უფროსს, ყოფილ ქმარს/ცოლს, კადრების განყოფილების თანამშრომლებს, მრავალრიცხოვან სარეკლამო და მარკეტინგულ ფირმებს და თაღლითებსაც კი. ეს იგივეა, რაც ქალაქის მოედანზე საკუთარი აზრები ხმამაღლა გამოთქვა. ზოგიერთებმა შესაძლოა შემთხვევით ან მიზანმიმართულად დაამახინჯოს ის, კონტექსტიდან ამოგლიჯოს და სხვას მოუყვეს, რათა თქვენს რეპუტაციას ჩრდილი მიაყენოს. სამსახურის დაკარგვის შემთხვევები გაუფრხილებელი ჩანაწერების გამოქვეყნების გამო არავის გაუუქმებია.

რჩევა: პუბლიკაციები ისე განათავსეთ, რომ ყველა ჩანაწერი "მეგობრებისათვის" ან ..მეგობრის მეგობრებისათვის" რეჟიმში განთავსდეს. განსაკუთრებით ყურადღებით გამოაქვეყნეთ ფოტო. თუ საქვეყნოდ გსურთ რამე უთხრათ Facebook-ის მილიარდობით მომხმარებელს შეგიძლიათ ის იოლად შეცვალოთ "საჯაროთი".

არასაიმედო პაროლი - სხვა ადამიანები შესაძლოა თქვენ გითვალთვალებდნენ და მათ თქვენი სამუშაო ადგილისა და სახლის მისამართი დაადგინონ. ეს განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. თუ უკვე დიდი ხანია გაიზარდეთ და "დააფიქსირებთ", რომ რომელიმე რესტორანში ან კურორტზე სასტუმროში იმყოფებით ეს მინიმუმ იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ სახლში არ ხართ-საკმაოდ ღირებული ინფორმაციაა მძარცველებისთვის.

რჩევა: გამორთეთ გეოტეგები სურათებზე, რომლებსაც აქვეყნებთ. ნუ გამოაქვეყნებთ Fაცებოოკ "ჩეკინებს" ან ადამიანთა შეზღუდული ჯგუფისთვის გახადეთ ის ხელმისაწვდომი.

უცნობთან დამეგობრება - ხშირად უცნობი ადამიანები გიმეგობრდებიან. თუ ბევრი საერთო მეგობარი გყავთ, შეგიძლიათ შეთავაზება მიიღოთ, რათა უხეშობაში არ ჩაგითვალონ. სხვა ადამიანი მომენტალურად იღებს წვდომას თქვენს ყველა ინფორმაციასთან "მეგობრებისთვის". ახლა ის შეძლებს თქვენ და თქვენს მეგობრებს გაუგზავნოს შეტყობინებები და ასევე დაიმატოს ახალი მეგობრები იმ ფაქტის გამოყენებით, რომ თქვენთან დამეგობრებამ მას ავტორიტეტი აუწია.

რჩევა: Facebook-ში იმეგობრეთ მასთან, ვისაც პირადად იცნობთ.