როგორ დაორსულდა გარდაცვლილი ქმრისგან ქართველი ქალი

"მაესტროს" გადაცემა "ოთხი ელემენტის" ეთერში გადაცემის წამყვანებმა სტუმრებთან ერთად უშვილობის პრობლემებზე ისაუბრეს. სტუმრად მყოფმა უროლოგ-ანდროლოგმა, პროფესორმა დავით გოჩიაშვილმა საინტერესო ისტორია უამბო მასპინძლებსა და მაყურებელს. მისი თქმით, ორი წლის წინ ახალგაზრდა ქალმა ექიმების ნებართვით, 5 საათის გარდაცვლილი მეუღლის სპერმა ითხოვა, რომელიც განაყოფიერებისთვის ვარგისი იყო.