ტესტი: რომელი ფიგურა ხარ?

აირჩიეთ ფიგურა, რომელზეც საკუთარი თავის ასოციაცია გიჩნდებათ და წაიკითხეთ შედეგები: 
1. სწორკუთხედი
ეს ფიგურა მუდმივი ცვლილებების სიმბოლოა. სწორკუთხედი – ეს არის ადამიანი, რომელიც არასოდეს არის კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით, ამიტომაც მუდამ ძიებაშია. მისი დამახასიათებელი ნიშნებია: განუმეორებლობა და მოულოდნელი ქცევები. მიუხედავად ამისა, სწორკუთხედები მარტონი არასოდეს არიან. მისი გამბედაობა, ყველაფრის მიმართ ინტერესი და მიმნდობი ხასიათი ბევრს იზიდავს. თუმცა ბევრი ამ მიამიტობით სარგებლობს და მანიპულირებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.


2. კვადრატი
თუ კვადრატს შეადარეთ საკუთარი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ზედმეტად შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. საოცარი სიჯიუტე და მონდომება, დაუშრეტელი სურვილი ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანის – აი, თქვენი მთავარი თვისებები. 

მეთოდურობა, მოთმინება, ყურადღების კონცენტრაცია, წესრიგისადმი სიყვარული და არაჩვეულებრივი მეხსიერება – ყველაფერი ეს გეხმარებათ, რომ ნებისმიერ სფეროში შეუცვლელი სპეციალისტი გახდეთ.
კვადრატის ცხოვრება შედგება დაგეგმილი, მოწესრიგებული და წინასწარ განსაზღვრული მოვლენებისგან. მას არ უყვარს ჩვეული წესრიგის დაღვევა, ამ შემთხვევაში ხომ ყველაფრის თავიდან დაწყობა და დალაგება მოუწევს.
ეს თვისებები ძალიან კარგია საქმეში, მაგრამ ხელს უშლის პირად ცხოვრებას. ამიტომაც კვადრატული ტიპის ადამიანები, როგორც წესი, მარტოხელები არიან. ის ოჯახს იმ შემთხვევაში შექმნის, თუ ზუსტად თავის მსგავს, მოწესრიგებულ და საქმეზე შეყვარებულ ადამიანს შეხვდება.

3. წრე
წრე ჰარმონიის სიმბოლოა. თუ თქვენ ფიგურად წრე აირჩიეთ, მაშინ ცხოვრებაში ყველაზე მეტად თბილ ურთიერთობებს აფასებთ. წრე – ფილანტროპია, რის გამოც კოლექტივი, სადაც ის მუშაობს, ყოველთვის ჰარმონიული და შეკრულია. ხოლო მის ოჯახში სრული ურთიერთგაგება და იდილია სუფევს. მისი საოცარი თვისებაა მოსმენის, გაგების კულტურა, სხვისი ტკივილის განცდა და თანაგრძნობა. გარდა ამისა, ის კარგად ერკვევა ადამიანებში და შეუცდომლად შეუძლია ამოიცნოს პირფერი და მატყუარა.

მისთვის არაფერი ისეთი რთული და მტანჯველი არ არის, როგორც კონფლიქტში მონაწილეობა. მისთვის მოჩვენებითი მშვიდობა კეთილ ჩხუბს ჯობია. ამიტომაც ყველანაირად ცდილობს დაამყაროს ურთიერთგაგება იქ, სადაც ის მუშაობს თუ ცხოვრობს. 

აქვს ფსიქოლოგის თანდაყოლილი ნიჭი, თუმცა ცუდი ორგანიზატორია. ამიტომაც მისთვის უმჯობესია, იმუშაოს კვადრატისა და სწორკუთხედის კოლექტივში.

4. სამკუთხედი
სამკუთხედი – ლიდერობის სიმბოლოა. ამ ტიპის ადამიანთა უმეტესობას თანდაყოლილი აქვს ხელმძღვანელობის ნიჭი. სამკუთხედის ჭეშმარიტ წარმომადგენლებს აქვთ უნარი, კონცენტრირება მოახდინონ მთავარ მიზანზე, რომლის მიღწევაშიც ეხმარებათ ნებისყოფა, ანალიტიკური აზროვნება, ენერგიულობა, საკუთარი თავის რწმენა, ასევე, კეთილსინდისიერება და ყველანაირი სიახლის მარტივად ათვისების უნარი.

სამკუთხედის ცხოვრება – მუდმივი ბრძოლაა და შეჯიბრება პირველი ადგილის მოსაპოვებლად და იმისთვის, რომ მოიპოვოს უფლება, ყველაფერი თავად გადაწყვიტოს როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში. მას არ უყვარს საკუთარი შეცდომების აღიარება და ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა. მისი კატეგორიულობა ხანდახან ძალიან მკაცრია, რაც, რა თქმა უნდა, აისახება გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე.

5. ზიგზაგი
ეს ფიგურა სხვებისგან თავისი უსწორმასწორო ფორმით გამოირჩევა და კრეატიულობის, შემოქმედებითობის, განსხვავებული აზროვნების, ექსპრესიულობისა და ექსცენტრიკულობის სიმბოლოა. ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ფიგურასთან ასოცირდებიან, დამახასიათებელია მძაფრი ინტუიცია, განსხვავებული აზროვნება და ყველაფერში მშვენიერის დანახვის ნიჭი. ზიგზაგები – შეუდარებელი ესთეტები და იდეალისტები არიან. საქმეში მისთვის აუცილებელია სრული თავისუფლება, მაგრამ უხილავი კონტროლი მისთვის მაინც საჭიროა, რადგან ზიგზაგები ხშირად კარგავენ ინტერესს საქმისადმი და ხანდახან დაწყებული საქმე ბოლომდე არც მიჰყავთ.

მისი არაპრაქტიკულობა და გულუბრყვილობა ხშირად გარშემომყოფების გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ ზიგზაგის გონებამახვილობა, მხიარული ხასიათი და ურთიერთობის სიმსუბუქე ყველა მის უარყოფით მხარეს ფარავს.