ქუთაისური სააგენტოს topnews.com.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. მიკროავტობუსში ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები ისხდნენ. თვითმხილველებმა ცეცხლწაკიდებული ავტობუსიდან ბავშვები გამოიყვანეს და საგანგებო სამსახური გამოიძახეს. ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ექსკურსიის ბავშვების ნაწილი რეანიმაციაში, ნაწილი კი, პალატებში ჰყავთ მოთავსებული. ექიმის თქმით, ბავშვების უმეტესობის მდგომარეობა სტაბილურია, ნაწილს კი, მძიმე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
ამ დროისთვის, ადგილზე საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. წინასწარი მონაცემებით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მიკროავტობუსი მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომანქანა დაიწვა.