სამხარეო პოლიციასთან “ქართული ოცნების” აქტივისტებმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების გამოჩენა გააპროტესტეს.
ნუგზარ წიკლაური და გიგა ბოკერია პოლიციასთან იმ მიზნით მივიდნენ, რომ პარტიის დაკავებულ აქტივისტებს შეხვედროდნენ.
როგორც “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მერი შენგელაია აცხადებს, “ნაციონალურ მოძრაობის” 15 წევრი ახალსოფლის უბანზე შეიჭრა, ჩაიკეტეს კარი, არ უშვებდნენ არც პოლიციას, არც დაცვას და ცდილობდნენ არჩევნების გაყალბებას, რის შემდეგაც სპეცრაზმმა უბანზე სიტუაციის დარეგულირება სცადა, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ფანჯრიდან გადახტნენ, შემდეგ კი პოლიციამ ისინი დააკავა.
ამ წუთებში გიგა ბოკერია და ნუგზარ წიკლაური სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფებიან.
“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დესტაბილიზაციას გეგმავს და წაგებული არჩევნების გაყალებება სურს, რისთვისაც ყველანაირ ხერხს იყენებს