გივი სიხარულიძე: "დიდი ჯიპი თუ ჰყავს და დიდი ჭუჭუც აქვს, ისინი როგორ შევაფასოთ?!"

"ახალგაზრდა მწვანეებს" გვსურს, ჩვენი კამპანიის - "დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ" საშუალებით ხაზი გავუსვათ ჯიპების მიმართ არსებული დაუოკებელი ვნებების პატრიარქალური საფუძვლების არსებობას/გავლენას. დიდი ავტომობილები ზრდის ძალაუფლებას და ისევე პარადოქსულად ამყარებს საკუთარ სოციალურ პოზიციებებს, როგორც წარმოსახვითი თუ რეალური ფალოსი" - "ახალგაზრდა მწვანეების" ამ კამპანიამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია..

ამ დელიკატურ თემას გივი სიხარულიძე გამოეხმაურა, რომელმაც თავის უკიდურესი უკმაყოფილება საფირმო ლანძღვა-გინებით გამოხატა, თანაც ხაზგასმით გვთხოვა, ჩემს სიტყვებს ნუ შეცვლითო...


- რა გავიგოთ ახლა, დიდი ჯიპი უპატარავებს იმ ჭუჭუს თუ რას შვება?! ან დიდი ჯიპი თუ ჰყავს და დიდი ჭუჭუც აქვს, ისინი როგორ შევაფასოთ?! ვისაც უნდა დაიგრძელოს, ყოველ დილით წყალი უნდა დაისხან, ან ცოლს შეალოცინონ დილა-საღამოს - გაიზარდე, ჩემო პატარა, გაიზარდე გთხოვ... ეს ხუმრობით, ისე კი უკვე საგონებელში ვარ: ამ გაუბედურებულ ქვეყანაში სადაც მარტო იმ კანონებს იღებენ, პრეზერვატივები თაფლიანი უნდა იყოს თუ უთაფლო, ასეთ ქვეყანში რომ ვცხოვრობთ ამის დარდი მკლავს. უკვე მთელი მსოფლიოსგან მასხრად აგდებული ქვეყანა ვართ. ისემც უქნიათ რომ დიდი ჯიპებით კი არა ტანკებით და ვერტმფრენებით უვლიათ ქალაქში...

- ანუ თქვენც გაღიზიანებთ, დიდი ჯიპებით რომ დადიან?

- სადაც ხალხი შიმშილით კვდება და მინისტრი თავისთვის 60 ათას ლარიან პრემიას იწერს, 18 ჯიპს გამოიცვლის და 27 მანქანას, იმ ქვეყანას ქვეყნად შედგომა არ უწერია... ძალიან კარგი კამპანია წამოუწყიათ ახალგაზრდა მწვანეებს, ყველაფრის ღირსია ეს ქვეყანა! ჩვენ დავიბადეთ ბოღმისთვის, ერთმანეთის დაჭმისთვის და მარტო მაშინ ვართ მაგრები, როდესაც სუფრასთან ყანწი გვიჭირავს.

- და როგორები უნდა ვიყოთ?

- ევროპისგან და ამერიკისგან უნდა ვისწავლოთ შრომის სიყვარული და საკუთარი შრომის პატივისცემა. იმათ კიდევ ჩვენგან ისწავლონ ვაჟკაცობა, სინდისი, ოჯახიშვილობა... უარესებსაც გეტყვით, მაგრამ თქვენ არ დაწერთ ვიღაცის შეგეშინდებათ!

- ბრძანეთ, რას ამბობთ ასეთს...

- სიტყვა-სიტყვით დაწერეთ: ამათი დედაც! ჩემი ქვეყნის გვახარიებიდან დაწყებული, ზაზა ბურჭულაძით, ქარუმიძეებით და ეგეთებით დამთავრებული. ის რომ არის შავი ჭია – ჭიაბერაშვილი, აი ამ ხალხზე მუშაობენ საქართველო რომ გამითახსირონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ...

- მთავრობაზე გაბრაზებული ხართ?

- ბიძინა ივანიშვილმა თავის პარტიას დაარქვა "ქართული ოცნება" და არა "ახდენილი ოცნება"! მაგ კაცმა გვითხრა, იოცნებეთ და როცა შეგისრულდებათ, მაშინ დაიტრაბახეთო. გაგვაფრთხილა - იოცნებეთ სამარადისოდო და ჩვენც ვიოცნებოთ... 

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის) http://www.kvirispalitra.ge/