რა მოხდა გოგირდის აბანოში? - „შეყვარებული“ კაცი საუნაში ერთ კაცს მიუახლოვდა, სასქესო ორგანოში ხელით სწვდა, მომწონხარ და მინდა მოგეფეროო“

პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ, საზოგადოების ვნებათაღელვა ხსენებული კანონის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. კონკრეტულად, კი, გახშირდა გამოცემებთან იმ პიროვნებების კონტაქტი, ვინც ხსენებულ კანონს ეწინააღმდეგებოდა. ამ ადამიანთა უმეტესობა შიშობს, რომ ლგბტ-ს წევრები, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, წახალისებული კიდევ უფრო გააქტიურდებიან და თავიანთი გარყვნილი ქმედებები და სურვილები, შესაძლოა, სხვებს თავს მოახვიონ. ხოლო ამის შესახებ ინფორმაცია „მსხვერპლმა“ სირცხვილით არც გაახმოვანოს, ანდა თუ იტყვის, კანონი და სამართალი იმ ჰომოსექსულის და ლესბოსელის სასარგებლოდ იმუშავებს, რომლებმაც ძალადობა განახორციელეს თავისივე სქესის ადამიანზე, - აცხადებს ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც  „ექსკლუზივ ნიუსს“ ერთ-ერთი კონკრეტული ფაქტის შესახებ უყვება.


„ზუსტად ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედებამდე ერთი კვირით ადრე, ორთაჭალაში გოგირდის #5-ე აბანოში, რამდენიმე მეგობარი  საუნაში ვიმყოფებოდით. იქ იყო ერთი ახალგაზრდა, რომელიც ჩემთვის უცნობი იყო და აქედან გამომდინარე, არც შემიმჩნევია. იგი საუნაში მყოფ  ერთ კაცს მიუახლოვდა, სასქესო ორგანოში ხელით სწვდა, მომწონხარ და მინდა მოგეფეროო. ეს ამბავი მაშინ გავიგე, როცა ხმაური ატყდა. ამ კაცმა მოძალადე და „შეყვარებული“ კაცი ძალად მოიცილა. - დამეხსენი, შე ავადმყოფო, ცოდვა არ ჩამადენინო, არ შემომაკვდეო. ამ ხმაურზე მივიხედე და რას ვხედავ:  ეს ახალგაზრდა ემუდარება კაცს, ხელი არ მკრა, დიდი ხანია, დაგდევ და ჩემს გრძნობაზე უარს ნუ მეტყვიო. - ეს რა მაკადრე, შენი დედაო, - განრისხდა მამაკაცი. მაგრამ ბიჭი ისევ ფორთხავდა. გაგიჟებული კაცი ძლივს დაამშვიდეს: - შემოგზავნილი არ იყოს ეს პროვოკატორიო, - ეუბნებოდნენ. შეურაცხყოფილს გული ცუდად გაუხდა, ეს რომ მეგობრებმა ნახეს, იმ ბიჭს სცემეს.
- რას მცემთ, ყველა თქვენგანში ქვეცნობიერად პიდარასტი დევს. თქვენ იკითხეთ, თქვე მათხოვრებო, თორემ, მე და ჩემნაირებს, ევროპა, ამერიკა და სრულიად მსოფლიო გვიცავს. მალე პარლამენტი ჩვენ მხარდასაჭერ კანონს მიიღებს და მაშინ ყველანი ჩემნაირები გახდებით. რადგან კანონი ჯერ მე დამიცავს, მერე თქვენნაირ ქაჯებსო. მოკლედ, ამის შემდეგ ყველა მივხვდით, რომ ეს ახალგაზრდა საუნაში შემოგდებული იყო. როცა თავისი “გამოსვლა” დაასრულა, მას ტაში დავუკარით. თუმცა თითოეულ ჩვენგანს ხასიათი წაგვიხდა და პირჯვარი გადავიწერეთ, ხიფათი რომ ავიცილეთ და არ შემოგვაკვდა.
ახლა, მინდა, პარლამენტის თავმჯდომარეს ერთი შეკითხვა დავუსვა: მას რომ იგივე შემთხვეოდა, როგორ მოიქცეოდა? ეტყოდა მოძალადე ჰომოსექსუალს, - უკაცრავად, ბოდიში, ევროპის და ამერიკის ხათრით ხელი მოკიდე ჩემს ორგანოსო? ანდა, ითვლება თუ არა ეს სექსუალურ ძალადობად, ვინ იქნება დღეიდან მსგავსი შემთხვევებისგან დაცული. მით უმეტეს, როცა მათი მხარდასაჭერი კანონი უკვე მესამე მოსმენით მიიღეს? თუ კანონი შერჩევითი იქნება და პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი. სექსუალური უმცირესობის უფლებებს ლამის მთელი მსოფლიო იცავს, ამ შემთხვევაში ვინ დაიცავს მათგან პროვოცირებულ და შეურაცხყოფილ ადამიანებს? მინდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ამ კითხვებზე მიპასუხოს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ უსუფაშვილს ერთი ჰომოსექსუალი ურჩევნია, ათ ქართველ ვაჟკაცს,  და თუ ეს ასე არ არის, საქმით დაგვიმტკიცოს. მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, იყოს ნულოვანი ტოლერანტობა და კანონის წინაშე ყველა თანაბარი იყოს “, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ადამიანმა, რომელმაც თავის ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადგანაც ის ადამიანი ყველასთვის კარგად ნაცნობი პიროვნებაა.
P.S. ცხადია, მოთხრობილი ამბავი უსიამოვნო რეალობაა. ისიც რეალურია, რომ პროვოკაციების და მსგავსი ფაქტების რიცხვი გაიზრდება, რადგან პარლამენტმა სექსუალურ უმცირესობას მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ წესიერ ადამიანებს უწესოდ მოექცნენ. გაითვალისწინონ ის, რომ ნებისმიერ მათი პროვოკაციული ქმედება, მანამ იქნება აღკვეთილი, ვიდრე ამის შესახებ სამართალდამცველები გაიგებენ, რადგანაც ქართველი კაცისთვის მთავარი ღირსებაა. თავს გაუფრთხილდით ერთსქესიანებო და იმ კანონს ეცით პატივი, რომელიც, პარლამენტმა, რამდენიმე დღის წინ თაიგულივით მოგართვათ.
ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ, აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტს მიღმა დარჩენილ ოპოზიციურ ძალებში იყო. ასევე, ამ კანონს ეწინააღმდეგებოდა საპატრიარქოც და რაც ყველაზე მთავარია ერის სულიერი წინამძღოლი, პატრიარქი ილია მეორე. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, საერთოდ საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ არასდროს არავის არ ჩაგრავდნენ, საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველა ხედავდა, ყველა გრძნობდა თავისუფლად თავის თავს, მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება.
"როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი, ნებსითი და უნებლიეთი. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს", - ბრძანა პატრიარქმა. 
იმედია მართლაც შეისმენს უფალი ჩვენი პატრიარქის თხოვნას და თუკი, შესცოდა ამ კანონის მიღებით პარლამენტმა და სრულიად საზოგადოებამ, რომელმაც საკადრისი სიტყვა ვერ თქვა ამ მნიშვნელოვანი კანონის შესახებ, ცოდვებს შეუნდობს და აპატიებს. ასევე, იმედი ვიქონიოთ, ეს კანონი ქვეყანას პრობლემებს არ შეუქმნის და თავშისახლელი არ გაუხდება.