სავარაუდოდ ადგილი აქვს ძალადობას,დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცოტა ხნის წინ, „ნიუპოსტისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ გორში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 15 წლის გოგონა გამვლელებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
როგორც გვატყობინებენ, გოგონას ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნება, რადგან, როგორც წყარო გვატყობინებს მოზარდს ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული, გულ-მკერდის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ყელზე კი თოკი ჰქონდა შემოხვეული.
გოგონა გამვლელებმა 9 სართულიანი კორპუსის საადარბაზოსთან იპოვეს. წყაროს ცნობით, ადგილზე სასწრაფო და სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც გამოიძახეს. ამ წუთებში დაზარალებული ქალაქის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.
დამატებითი დეტალების დაზუსტებას „ნიუპოსტი“ ამ წუთებშიც ცდილობს.
გიორგი ახალკაცი „ნიუპოსტი“ გორი