20 წლის გოგონა-თოჯინა თვეში 300 დოლარს კოსმეტიკაში ხარჯავს (ვიდეო რგოლი)

20 წლის ლონდონელი გოგონა-თოჯინა ქეით ლოურენსი, დღეში რამდენიმე საათს ატარებს სარკესთან მაკიაჟის გასაკეთებლად და ასევე დიდ დროს ხარჯავს იაპონური კულტურის შესასწავლად, საიდანაც შთაგონებას იღებს. 

"როცა ქუჩაში დავდივარ, ადამიანები ყურადღებას მაქცევენ, ზოგიერთები სურათის გადაღებასაც მთხოვენ. მიყვარს თოჯინების ფართოდ გახელილი თვალები, ისეთები როგორიც მულტფილმებშია. ამ ეფექტის მისაღწევად ლინზებს და ხელოვნური წამწამების ორ კომპლექტს ვიყენებ" - ამბობს ქეითი. 


გოგონას, თოჯინას ხუთი კოსტიუმი აქვს. თუმცა, ფულს, რომელსაც ქეითი მოდელად მუშაობაში იღებს, ძირითადად კოსმეტიკის ყიდვაში ხარჯავს. ქეითი, თვეში არც მეტი არც ნაკლები 300 დოლარის ღირებულების კოსმეტიკას ყიდულობს, მაკიაჟის გაკეთებას კი დღეში სამ საათს ანდომებს. 

თოჯინასთან მსგავსების სურვილი მას ოთხი წლის ასაკში გაუჩნდა, როდესაც დაბადების დღეზე PlayStation აჩუქეს. ქეითი კომპიუტერული თამაშების გმირებით მოხიბლული დარჩა.