"ისე იმღერა გვერდწითელმა "ჰერიო, ბიჭებო", გეგონებოდა, გული ამოუვარდა"

თამარ გვერდწითელმა უკრაინის ქალაქ ლუგანსკში 25 ოქტომბერს კონცერტი გამართა. მომღერალმა სიმღერები ქართულ, უკრაინულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე შეასრულა. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე მის მიერ შესრულებულმა სიმღერამ "ჰერიო, ბიჭებო". 


კონცერტის შემდეგ მსმენელები შთაბეჭდილებებს გვერდწითელის "ფეისბუქის" გვერდზე უზიარებდნენ ერთმანეთს. აი, რა დაწერა თამარ გვერდწითელის ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ალექსანდრა მასიკმა სოციალურ ქსელში: "თამარამ ისე აღმატებულად იმღერა "ჰერიო, ბიჭებო", ისეთი ემოციით, გეგონებოდა, გული ამოუვარდებოდა და დარბაზში გაფრინდებოდა. როდესაც გვერდწითელს დარბაზიდან მადლობა ქართულად გადაუხადეს, თამარას გაუკვირდა: თქვენ ქართულიც იცით? დარბაზს არ უნდოდა სცენიდან მისი და ბენდის გაშვება"