გასულ კვირას „CFDA Fashion Awards“-ის პრემიების გადაცემის ცერემონიალზე საღამოს მთავარი გმირი კვლავ რიანა იყო. მომღერალი, რომელიც პულიკას თავისი ეპატაჟურობით ყოველთვის აოცებს, ახლაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა – იგი საზეიმო ცერემონიაზე დიზაინერ ადამ სელმანის გამჭვირვალე კაბით მივიდა, რომელიც სვაროვსკის 230 ათასი კრისტალით არის შემკობილი.
შეგახსენებთ, რომ დიდი დრო არ არის გასული მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის „Instagram“ ფოტობლოგების ადმინისტრაციამ რიანას პროფილი დაბლოკა საკმაოდ თამამი ფოტოების სიმრავლის გამო, თუმცა ამჯერად, პოპ-დივას ახალი ასპარეზი მიეცა და იგი მთელი თავისი მომხიბვლელობით წარსდგა პუბლიკის წინაშე.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ რიანას და დიზაინერის ჩანაფიქრმა გაამართლა, მომღერალი აშკარად ბრწყინავდა ამ დიდ ბომონდურ შეკრებაზე და პრაქტიკულად ღონისძიების ყველა ფოტოგრაფის ობიექტივი „დაიპყრო“.
დიზაინერ ადამ სელმანის თქმით, რიანამ მის იდეას ფრთები შეასხა.
„გვინდოდა ჩვენი კაბა ოდნავ სკანდალური გამოსულიყო. იგი მხოლოდ ბადისა და კრიტალებისგან შედგება. მოდას ხომ საფუძვლად სილამაზე უდევს, ქალის სხეული კი ამ სილამაზის ნაწილია. რიანა საკმაოდ თამამი ადამიანია, არ ეშინია მოდის სიახლეების და თითოეულ სამოსს ინდივიდუალობას ანიჭებს. ეს ბევრს არ შეუძლია“,- აღნიშნა სელმანმა.