ირინა ონაშვილი - "ჩემ ქმარს არასდროს გავუნებივრებივარ"

ოთხი წელია ლადო ვარძელაშვილი და ირინა ონაშვილი ერთად არიან. მათი სიყვარულის ისტორია მედიის თვალწინ განვითარდა. როგორც მოდელი "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ლადო კარგი ქმარია, არ არის ეჭვიანი და სასიამოვნო მოსაუბრეა, თუმცა ცოლი არასდროს გაუნებივრებია. ამ დროს გრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან უყვარს ცოლის ხელის გულზე ტარება. PrimeTimeNews-ი გთავაზობთ ამ ინტერვიუს ამონარიდს, ინტერვიუს სრული ვერსიის წაკითხვა კი ორშაბათის "პრაიმტაიმში" შეგეძლებათ.


 ირინა ონაშვილი: რაც დრო გადის, შეყვარებული ადამიანები უფრო ძვირფასები ხდებიან ერთმანეთისთვის. ლადო ჩემი მეგობარი ისედაც იყო, ახლა გაცილებით ახლობელია ჩემთვის. მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. კარგი ადამიანია, დისკომფორტს არ გიქმნის, სასიამოვნო მოსაუბრეა, არ დაგძაბავს, ეჭვიანი არ არის. მე უფრო ვარ ეჭვიანი, მაგრამ საბაბი არ მქონია. ლადო პატიოსანი ადამიანია, ვენდობი, არ სჭირდება გაკონტროლება.

 - რა გაჩუქა ბოლოს?

- არ მახსოვს. არასდროს არ გავუნებივრებივარ. არ იცის საჩუქრების ჩუქება.

- ამ დროს გეგონება, რომ უყვარს შენი განებივრება.

- არ მიყვარს ზედმეტი ყურადღება და მერე ამაზე საჯაროდ ლაპარაკი.


http://primetimenews.ge/