სოფი სააკაშვილი მომღერალ მაია ყარყარაშვილის ქალიშვილია. ის

სოფი სააკაშვილი მომღერალ მაია ყარყარაშვილის ქალიშვილია. ის "X ფაქტორში" სტეფანეს გუნდშია და მას მენტორი ძალიან აქებს. სოფის ვოკალურ მონაცემებზე სტეფანე შეიძლება ითქვას - შოკშია. სოფი PrimeTimeNews-თან მშობლებზე ჰყვება.

 სოფი სააკაშვილი: დედის შემხედვარეს მინდოდა მის კვალს გავყოლოდი. ვათვალიერებდი ჟურნალებს, სადაც დედას ფოტოები იყო. მახსოვს, სამი წლის ვიქნებოდი, დედამ საკონკურსოდ სიმღერა ჩაწერა და ამ სიმღერაზე მეტირებოდა. ლირიკული სიმღერა იყო, ვგრძნობდი მუსიკას და ვტიროდი. ყველაფერზე ფორტეპიანოს იმიტაციას ვაკეთებდი და თითქოს ვუკრავდი.


- დღემდე ასეთი მგრძნობიარე ხარ?

- არა, გავიყინე. უემოციო გავხდი. ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც გულუბრყვილო ადამიანი იჩაგრება.

- მშობლების გაყრა განიცადე?

- ვერ გავაცნობიერე, 4 წლის ვიყავი. დედამ ბებოსთან რომ გადამიყვანა, სად მივდივართ-მეთქი? არაფერი გამიგია. მეორე დღეს მამასთან და ბებოსთან გამიშვა კიდეც. ვერ მივხვდი, რატომ დავდიოდი აქეთ-იქეთ. მამა არ მომნატრებია, კვირაში სამ დღეს მასთან ვატარებდი. იმდენად დიდი ხანია არიან გაშორებულები, რომ მათი ერთად ყოფნა ვერც კი წარმომიდგენია. არც არასდროს მიოცნებია ერთად ტკბილად გვეცხოვრა. მშობლებს დღესაც ცივილური ურთიერთობა აქვთ, მაშინაც ასე დაშორდნენ. 15 წლის რომ ვიყავი, დედამ ამიხსნა, რომ ახალგაზრდაა და უნდა გათხოვილიყო. მამამ მანამდე მოიყვანა ცოლი და შეგუებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან დედაც შექმნიდა ოჯახს. მქონდა პროტესტი და უაზრო რაღაცებზე ვებუტებოდი. ყურადღებას ვიქცევდი, მეგონა დედამ მომაკლო ეს ყურადღება. ცოტა ხანში დედის მეუღლისგან პირიქით გამძაფრებული ყურადღება რომ ვიგრძენი, მივხვდი, უაზრო პანიკა მქონდა.