დაუჯერებელი შემთხვევა კორიდაზე - ხარმა მატადორი შეიბრალა

დაუჯერებელი შემთხვევა კორიდაზე - ხარმა მატადორი შეიბრალა

„ხარი მიყურებდა და არ ცდილობდა თავდასხმას, ის უცოდველი იყო"

ამ საოცარ ფოტოზე აღბეჭდილი მატადორი ალვარო მუნერო, ამ საბედისწერო დღის შემდეგ ხარებთან ბრძოლის თავგანწირული მოწინააღმდეგე გახდა. 
ალვარო მუნერო: „უეცრად შევხედე ხარს. ის იდგა ჩემს წინ მიყურებდა და არ ცდილობდა თავდასხმას, ის უცოდველი იყო, ეს ხომ ყველა ცხოველის თვალებში ჩანს. ხარი მე მევედრებოდა შველას.
ეს ჰგავდა სამართლიანობის კივილს, სადღაც ღრმად ჩემში და მე მივხვდი, რომ ის მომმართავს ისე, როგორც ჩვენ მივმართავთ ღმერთს – მე არ მინდა შენთან ბრძოლა, გთხოვ, დამინდე, მე ხომ შენთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია. მომკალი თუ გინდა, ნება შენია, მაგრამ მე არ მინდა შენთან ბრძოლა. ამოვიკითხე რა ეს ვედრება, თავი ყველაზე უარეს არსებად ვიგრძენი დედამიწაზე და შევწყვიტე ბრძოლა. ამის შემდეგ მე გავხდი ვეგეტარიანელი და კორიდის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყე".